რუსეთის პრემიერ ლიგაში „სპორტ-ექსპრესის“ მიერ გამოკითხვა მიმდინარეობს, სადაც რუსეთის ჩემპიონატის 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელს ირჩევენ. გამოკითხვაში მონაწილეობას 16 მწვრთნელი, 16 ტოპ-მენეჯერი, 16 ჟურნალისტი და ასევე გულშემატკივარი იღებს.
„რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ თავისი ხუთეულის ლიდერად „ზენიტის“ თავდამსხმელი, არტიომ ძიუბა აირჩია, ხვიჩა კვარაცხელია კი ხუთეულში შეიყვანა.
საგულისხმოა, რომ გამოკითხული მწვრთნელებიდან საუკეთესო ხუთეულში ქართველი ფეხბურთელი მხოლოდ სლუცკიმ დაასახელა.
ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინში“ უკვე მესამე სეზონია რაც თამაშობს. მან რუსეთის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ყაზანელები 18 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში 22 ქულით მე-10 პოზიციაზე არიან.





