საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად ყაზანშია და გუნდთან ერთად წინასასეზონო შეკრებას გადის.
ხვიჩა კვარაცხელიას მომავალსა და “რუბინის” გეგმებზე დღეს რუსულ მედიასთან “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ისაუბრა.
“ჩემპიონატის მიწურულს მიღებული ტრავმის შემდეგ, ბარძაყის კუნთის პრობლემა ჯერ კიდევ შემორჩა და ერთჯერად რეჟიმში ვარჯიშობს. დღეს მხოლოდ საღამოს ივარჯიშებს, დილით კი ტესტს ირბენს. ეს კავშირში არაა იმ სატრანსფერო ხმებთან, რომლებიც მის გარშემო ვრცელდება”, – თქვა ლეონიდ სლუცკიმ.





