ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში 2021/22 წლების კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ციკლის პლეი ოფის წილისყრა გაიმართა, სადაც “დინამო” ბათუმის სავარაუდო მეტოქეების ვინაობა გაირკვა. თურქული “სივასპორის” დაძლევის. შემთხვევაში, გია გეგუჩაძის გუნდი ჯგუფური ეტაპის საგზურისთვის პლოვდიდის “ლოკომოტივისა” და “კოპენჰაგენის” წყვილში მოგებულს დაუპირისპირდება.
მატჩები 19 და 26 აგვისტოს გაიმართება. ‘დინამო” ბათუმისა და “სივასპორის” წყვილში გამარჯვებული პლეი ოფში პირველ შეხვედრას შინ ჩაატარებს.








