დანაშაულს, მითუფრო იმ კატეგორიის, ცივი იარაღის გამოყენებით ადამიანისთვის ზიანის მიყენება რომ ჰქვია ადეკვატური სასჯელი მოჰყვება. თან ისეთ დავარცხნილ ქვეყანაში, რლგორიც ნიდერლანდებია ამას არავინ გაგიტარებს, რაც არ უნდა ცნობადი ან გავლენიანი პიროვნება იყო.
ამას წინათ გამცნეთ, რომ ჰოლანდიის ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელი კუინსი პრომესი, რომელიც ამსტერდამის „აიაქსის“ ღირსებას იცავს სატუსაღოში აღმოჩნდა და დიდი ალბათობით იქ 4 წლის გატარება მოუწევს. ფეხბურთელი, ზაფხულში, საკუთარ სახლში ჩადენილი დანაშაულისთვის 13 დეკემბერს დააკავეს. პრომესს, წვეულების დროს, მეგობრის განზრახ დაჭრა ედება ბრალად.
ნიდერლანდურ მედიაში, კონკრეტულად კი გამოცემა Geenstijl.nl-ში ვრცელდება ის ფოტო, სადაც კუინსი პრომესის მიერ დაჭრილი პიროვნების კადრია ასახული. პრომესის დაკავების და ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ, დაზარალებულმა ფოტო მტკიცებულებად წარმოადგინა და ის მედიას მიაწოდა.
კუინსი პრომესი „აიაქსში“ კი თამაშობდა, მაგრამ დიდი ალბათობით მალე ლონდონის „არსენალში“ გადაბარგდებოდა, რადგან მისით მეთოფეთა მთავარი მწვრთნელი არტეტა იყო დაინტერესებული. ახლა კი, თუ მას ადვოკატები ვერ უშველიან, ფეხბურთის თამაში ნიდერლანდური ციხის ეზოში პატიმრებთან ერთად მოუწევს.





