პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი მაურიციო პოჩეტინო პარიზულ კლუბში დარჩება.
Telefoot-ის ჟურნალისტ ჯულიენ მეინარდის თქმით, პსჟ-ს არგენტინელის ტოტენჰემში გაშვება არ სურს და ის კლუბის ხელმძღვანელობასთან დაპირისპირებას არ აპირებს, რადგან ამ შესაძლებლობისთვის მადლიერია.
ამის გამო ტოტენჰემი სხვა ვარიანტებზე გადაერთო, კერძოდ, „დეზები“ აიაქსიდან ერიკ ტენ ჰააგის კანდიდატურას განიხილავენ.





