დანიის ნაკრების 32 წლის ფეხბურთელმა სიმონ კიაერმა “მილანთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. იტალიურმა გუნდმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
გამოცდილი კიაერი როსონერის 2019 წელს “ატალანტადან” შეუერთდა და კლუბის დაცვის ხაზში არსებული პრობლემები გარკვეულწილად მოაგვარა.
32 წლის დანიელმა მცველმა მილანურ გუნდში 66 მატჩში გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
Simon says… 2024! ✍️🔴⚫#SempreMilan pic.twitter.com/zqXa3mth5g
— AC Milan (@acmilan) October 27, 2021





