25 მარტს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მორიგ შესარჩევ ციკლში ჩაერთვება. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო მატჩში ჯვაროსნები სტოქჰოლმში შვედეთს დაუპირისპირდებიან.
ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ამ უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებაში შესაძლოა კაპიტნის გარეშე დარჩეს.
საქმე იმაში გახლავთ, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის და ლიგა 2-ის კლუბებმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირეს არ გაუშვან ფეხბურთელები მარტის სანაკრებო მატჩებზე. კორონავირუსის პანდემიის გამო, ფრანგული კლუბების ფეხბურთელებს აეკრძალათ ევროკავშირის საზღვრების დატოვება მარტის სანაკრებო პაუზის პერიოდში.
ასე რომ, დიდია ალბათობა იმისა, რომ ჯაბა კანკავა, რომელიც ფრანგულ „ვალანსიენში“ ირიცხება ეროვნულ ნაკრებს ვერ შეუერთდეს.
იმედია, ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოთ მოგვარდება. მანამდე კი დაველოდოთ ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ განცხადებას.





