თბილისის ზღვის ბაზაზე ქობულეთის “შუქურასა” და “გაგრას” შორის დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/4 ფინალი გაიმართა. აჭარულმა გუნდმა მოწინააღმდეგე მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა.
შეხვედრის 58-ე წუთზე ოთარ ფარულავამ გაგრელები დააწინაურა. გიორგი შაშიაშვილის გუნდი ამ ანგარიშს არ შეეგუა და ლევან ინგოროყვამ წონასწორობა აღადგინა. შეხვედრის 83-ე წუთზე კი ჟუნინიომ შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და ქობულეთური გუნდი საქართველოს თასის ნახევარფინალში გაიყვანა.
“შუქურა” ნახევარფინალში წყლატუბოს “სამგურალს” დაუპირისპირდება.





