გადაწყვეტილი ამბავია, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, შოტლანდიას ისევ უმასპინძლებს. ევროპული და მსოფლიო რაგბის ერთ-ერთი გრანდი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვა და ბორჯღალოსნებთან მორიგ ტესტ მატჩს გამართავს.
საქართველოს და შოტლანდიის ჯახი დიდი ალბათობით ბათუმში 17 ივლისს გაიმართება. ეს ინფორმაცია თავდაპირველად შოტლანდიის რაგბის კავშირმა გაავრცელა, მალევე კი ქართულმა მხარემაც დაადასტურა.
შოტლანდიის ნაკრები თბილისში პირველად 2019 წლის 31 აგვისტოს ჩამოვიდა და ბორჯღალოსნებს მსოფლიო თასის წინ ეთამაშა. სქოთებმა ის დაპირისპირება 44:10 მოიგეს.
საქართველოს და შოტლანდიის ნაკრებთა დაპირისპირება ამ ეტაპზე 5 მატჩს მოიცავს. პირველად ეს 2011 წელს, ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხდა. მაშინ, შოტლანდიელებმა ლელო ვერ დადეს, თუმცა მატჩი კი მოიგეს.
შემდეგ იყო 2016 წლის ტესტ-მატჩი კილმარნოკში (43:16), 2019 წელს მათი თბილისში სტუმრობა უკვე ავღნიშნეთ, ხოლო იმ მატჩიდან ერთი კვირის თავზე გუნდები ერთმანეთის პირისპირ უკვე ედინბურგში დადგნენ და მასპინძებმა 36:9 იმარჯვეს.








