მოსკოვში სტარტი აიღო ძალოსანთა შორის ევროპის ჩემპიონატმა. პირველივე საშეჯიბრო დღე ქართველმა სპორტსმენებმა მედლით დაიწყეს. 61კგ წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძე ატაცში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ქართველი ძალოსანი პირველ მისვლაზე 129 კილოს შეეჭიდა, თუმცა მისი დაძლევა ვერ მოახერხა. მეორე ცდაზე მიშველიძე 131 კილოს შეუდგა და წარმატებით დაძლია, მესამე მისვლაზე კი 135კგ დააფიქსირა.
ატაცში ოქროს მედალი ბულგარელმა სტილიან გროზდევმა მოიგო (136კგ), ბრინჯაოს მედალი კი ბელარუსმა ჰენადზ ლაპსეუმ დაისაკუთრა (132კგ.)
რაც შეეხება აკვრას, ამ კატეგორიაში გათამაშება დაახლოებით 15 წუთში დაიწყება.





