შოთა არველაძის “ჰალ სიტი” ჩემპიონშიპის ლიდერთან, “ფულემთან” 0-1 დამარცხდა.
ქართველმა სპეციალისტმა ზედიზედ მესამე მარცხის შემდეგ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
“ჩემპიონშიპის უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ მარცხით იმედგაცრუებული ვარ. არ ვფიქრობ, რომ თამაშის წაგებას ვიმსახურებდით.
ჩვენ შედეგების გასაუმჯობესებლად ბევრი უნდა ვიმუშაოთ. გულშემატკივრები კვლავ საოცარი იყვნენ. მადლობა მხარდაჭერისთვის!”, – წერს შოთი.





