შოთა არველაძემ, იუთუბ გადაცემა “Kvara”-ში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქ სადაც ახლა არის, საუკეთესო უნდა იყოს.
“ხვიჩა კვარაცხელიას ჩემოდანზე ჯდომის პოზა ძალიან შეუშლის ხელს. ბევრი ამბობდა, რომ უნდა წავიდეს, რომ რუსეთში ვეღარ პროგრესირებდა, ეს საუბრები მის ყურამდეც მივიდა და ხვიჩაზე ძალიან იმოქმედა. ეს ხელს არ შეუწყობს. სადაც არის და როგორც არის იქ უნდა იყოს საუკეთესო.
ხვიჩა მადრიდის “ატლეტიკოს” და “აიაქსს” შევთავაზე და ძალიან მინდოდა რომელიმე მათგანში მოხვედრილიყო. მითხრეს, რომ კვარაცხელია არა 15-20, არამედ 9-12 მილიონი ღირს”, – განაცხადა არველაძემ.
ცბობისთვის, ხვიჩამ გასულ სეზონში, ყაზანის “რუბინის” რიგებში 15 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.





