ქართული ფეხბურთის ქომაგი დიდი მატჩის მოლოდინშია. 28 მარტს დინამო არენაზე საქართველოს ნაკრები ესპენათს დაუპირისპირდება.
ლუის ენრიკეს შეგირდები უკვე თბილისში არიან. ბუნებრივია, ფურია როხასთან ერთად საქართველოს დედაქალაქში ესპანური ფეხბურთის მაღალჩინოსნებიც ჩამოვიდნენ.
შოთა არველაძემ რომ თავისი შთამბეჭდავი კარიერა ესპანურ „ლევანტეში“ დაასრულა ალბათ შეხსენება არ უნდა იყოს საჭირო. ჰოდა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესიც შოთას თანაგუნდელი იყო.
„დღეს, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს და ლევანტეში, ჩემს საუკეთესო მეგობარს ლუის რუბიალესს შევხვდი. ბევრი ვისაუბრეთ ქართულ, ესპანურ და მსოფლიო ფეხბურთზე. გამორჩეული ადამიანი და საფეხბურთო ფუნქციონერია. წარმატებებს ვუსურვებ“ – წერს შოთა არველაძე სოციალურ ქსელში.





