48 წლის ქართველი სპეციალისტი, შოთა არველაძე ინგლისის „ჩემპიონშიფის“ გუნდ „ჰალ სიტის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
ქართველმა სპეციალისტმა “ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
“აბსოლუტურად მოხარული ვარ, რომ შევუერთდი ჰალ სიტის. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ აჯუნ ილიჯალს მისი მხარდაჭერისთვის და ჰალ სიტის ხედვის გაზიარებისთვის. ეს არის რაღაც, რაც ჩემი კარიერის მიზნების სიაშია უკვე დიდი ხანია და ეს არის ნაბიჯი, რომელიც ვთვლი, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემს კარიერაში.
ჩვენი ამბიცია, რა თქმა უნდა, მოკლე ვადაში, ჩემფიონშიფში უკეთეს ადგილზე მოხვედრაა, მაგრამ გვსურს გუნდის შექმნა, რომელსაც შეეძლენა პრემიერ ლიგაში დაბრუნება. ჩვენ გვყავს კარგი მოთამაშეების გუნდი და მოუთმენლად ველოდები სამუშაოს დაწყებას. ჩვენ გვსურს შევქმნათ გუნდი, რომლითაც გულშემატკივრები იამაყებენ და ის, რომლითაც გრძნობენ, რომ მათ წარმოაჩენენ – ერთი სული მაქვს როდის დავიწყებთ” – წერს შოთა არველაძე.
შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძემ “ჰალ სიტისთან” 2.5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.





