ინგლისის ჩემპიონშიფის 25-ე ტურის შეხვედრაში „შეფილდ იუნაიტედმა“ შოთა არველაძის “ჰალ სიტის” უმასპინძლა, შეხვედრა ნულოვანი ფრით დასრულდა.
„ჰალ სიტის“ ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა:
“რთული თამაში იყო ძალიან ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ და ჩვენთვის მნიშვნელოვანი ქულა ავიღეთ. ახლა დროა ძალები აღვიდგინოთ და შემდეგ თამაშზე ვკონცენტრირდეთ. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, ჩვენ ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას ვეფხვებო”, – განაცხადა შოთა არველაძემ.
It was a difficult game against a very tough opponent and important point for us. Now it’s time to recover well and focus on the next game. A big thank you to the travelling fans, we appreciate your support Tigers 🧡🐯#hcafc @hullcity pic.twitter.com/uVf2QgJhGf
— Shota Arveladze (@arveladze_shota) February 16, 2022
შეგახსენებთ, რომ „ჰალ სიტიში“ დანიშვნის შემდეგ, შოთა არველაძემ ჩემპიონშიფში 5 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 1 მოგება, 1 ფრე და 3 მარცხია. 32 ტურის შემდეგ, ჰალი ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში 33 ქულით მე-20 ადგილზე იმყოფება და გასავარდნ ზონაში მყოფ „პეტერბორს“ 13 ქულით უსწრებს. შოთა არველაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 19 თებერვალს, ქპრ-ს წინააღმდეგ გამართავს.





