წარმატებული დებიუტის შემდეგ, შოთა არველაძემ “ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი შეხვედრა დათმო. ჩემპიონშიფის 30-ე ტურის შეხვედრაში “ჰალ სიტიმ” “პრესტონი” მიიღო და მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ ინგლისური გუნდის თავკაცმა, შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა:
“იმედგაცრუებული ვარ თამაშით და შედეგით, მაგრამ ჩვენ კარგად უნდა ვიმუშაოთ ამ კვირაში. მადლობა თქვენი საოცარი მხარდაჭერისთვის, ვეფხვებო! “ – განაცხადა შოთა არველაძემ.
შოთა არველაძის “ჰალ სიტი” მომდევნო შეხვედრას 8 იანვარს “დერბის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
Frustrating game and result, but we need to work well in the week. Thanks for your amazing support, Tigers! 🧡 pic.twitter.com/MZcjO1rkRH
— Shota Arveladze (@arveladze_shota) February 5, 2022








