გიორგი წიტაიშვილის ტრავმის თემაზე, უკრაინულ მედიაში შესანიშნავი ინფორმაცია გავრცელდა.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გიორგის ფეხის თითის მოტეხვის გამო 2-სან 3 თვემდე გაუცდებოდა და მისთვის სეზონი ფაქტობრივად დასრულებული იყო.
სასიამოვნოა, რომ 20 წლის შემტევი 3 თვის ნაცვლას თვენახევარს იუქმებს და შესაბამისად მოედანსაც ბევრად მალე დაუბრუნდება.
მოგეხსენებათ, ტრავმის მიღებიდან მალევე, გიორგის მლობელმა გუნდმა კიევის დინამომ ვორსკლადან დაიბრუნა და აღდგენით პროცესს დედაქალაქური მედ პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ გაივლის.








