მოსკოვის ცსკა ევროლიგის მე-10 ტურში “ბარსელონას” ესტუმრა და 81:73 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 28:11 წუთი გაატარა და ამ დროში 17 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. თორნიკემ 8-დან 4 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.
ევროლიგის 10 ტურის შემდეგ ცსკა 10 ქულით მე-10 ადგილზეა, “ბარსელონა” კი 8 გამარჯვებით და 2 მარცხით პირველ ადგილს იკავებს.







