მოსკოვის ცსკამ ევროლიგის მე-11 ტურში “ბასკონია” 6 ქულის სხვაობით 74:80 დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 29:49 წუთი ითამაშა, რა დროშიც 15 ქულა, 4 მოხსნა, და 3 პასი მიითვალა.თორნიკემ 9-დან 4 ორქულიანი და 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.
ევროლიგის 11 ტურის შემდეგ ცსკა 12 ქულით მე-9 ადგილზეა. რუსული კლუბი მომდევნო ტურში “ბაიერნს” შინ მიიღებს. შეხვედრა 25 ნოემბერს გაიმართება.




