თორნიკე შენგელია ევროლიგის მე-15 ტურის საუკეთესო მოთამაშეთა შორის დასახელდა. მიუხედავად იმისა, რომ ცსკა ყაზანის “უნიქსთან” 67:88 დამარცხდა, მატჩში ნაჩვენები შედეგიანობით თორნიკე გამორჩეული იყო. მან თამაში სასტარტოდან დაიწყო. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 25:12 წუთი გაატარა, რა დროშიც 20 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი დააგროვა, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 27-ს გაუტოლდა.
რაც შეეხება ევროლიგას, მოსკოვის ცსკა 9 მოგებით და 6 წაგებით სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზეა.
თორნიკე შენგელიას გუნდი შემდეგ მატჩში სტუმრად გერმანულ “ალბას” დაუპირისპირდება.




