თორნიკე შენგელია იტალიურ „ვირტუს ბოლონიას“ უახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო La Repubblica ავრცელებს. მათივე ცნობით მოლაპარაკებები უახლოეს 24 საათში დასრულდება.
სააგენტოს ინფორმაციით, იტალიურმა კლუბმა თორნიკე შენგელიასთან კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა, თუმცა არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორიც, რაც თოკოს ცსკა-დან წასვლას უკავშირდება.
როგორც ვიცით, შენგელიასთან ერთად მოსკოვური კლუბი მისმა თანაგუნდელმა, დანიელ ჰაკეტმაც დატოვა, რის გამოც, მას კლუბთან 100 ათას დოლარიანი კომპენსაციის გადახდა მოუწია. თოკოს შემთხვევაში კი გამოსასყიდი თანხა ბევრად მეტი იქნება.