დენის შაპოვალოვი როლან გაროსზე არ იასპარეზებს. ამის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის ღია პირველობის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
კანადელი ჩოგბურთელის უარის მიზეზი მცირე ტრავმა და არასათანადო კონდიციებში ყოფნაა. ისე, ცოტა ხნის წინ, შაპოვალოვი ჟენევის პრესტიჟული ტურნირის ფინალში გავიდა და იქ კასპერ რუდთან წააგო.
დენის შაპოვალოვი ამჟამად მსოფლიოს მე-15 ჩოგანია და კარიერაში მხოლოდ ერთი ტიტული აქვს მოგებული.
უდავოა, რომ 22 წლის ნიჭიერი კანადელი ჩოგბურთელის როლან გაროსზე არ ყოფნა პარიზული მეიჯორისთვის საგრძნობი დანაკლისი იქნება.





