მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა რაფაელ ნადალს „როლან გაროსზე“ გამარჯვება მიულოცა:
„ქედს ვიხრი რაფაელ ნადალის წინაშე, ის დაუჯერებელი სპორტსმენი არის“.
შეგახსენებთ, რაფაელ ნადალმა რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის ღია პირველობა თავის კარიერაში მე-13-ედ მოიგო. ფინალში სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ანგარიშით 3:0 დაამარცხა და დიდი სლემის მოგებათა რაოდენობით შვეიცარიელ ლეგენდას, როჯერ ფედერერს, გაუთანაბრდა.








