მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ესპანეთს რომ დაუპირისპირდება ვგონებთ ბავშვმაც კი იცის.
„ფურია როხა“ თბილისში ორი დღით ადრე ჩამოფრინდა, გუშინ კი დინამო არენაზე ივარჯიშა, თუმცა ეს პროცესი ბოლომდე არ დასცალდა. სტადიონზე შუქი ჩაქრა და ლუის ენრიგეს გუნდსაც ვარჯიშის ნაადრევად შეწყვეტა მოუხდა.
ესპანეთის ნაკრების და მადრიდის „რეალის“ დიდებული კაპიტანი სერხიო რამოსი ამ ფაქტმა თავიდან კი გაახალისა, თუმცა შემდეგ დასერიოზულდა და შემდეგი კომენტარი გააკეთა :
„გასახდელში ნაადრევად და იძულებით დაბრუნება გვიწევს. საფეხბურთო კარიერის მანძილზე რა არ მინახავს, მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო, – ნამდვილი სიგიჟე.ისე, ვარჯიშს თითქმის ვასრულებდით. ამიტომაც, არა უშავს. ეს ისტორიული შუქის ჩაქრობა იყო“ – თქვა სერხიო რამოსმა.





