გამოჩენილ სპორტსმენთა სახლების ძარცვა ევროპაში თუ სხვა კონტინენტებზე თითქოს ჩვეულ ამბად იქცა. ამ მხრივ განსაკუთრებით ფეხბურთელებს არ უმართლებს. ისე, გასაკვირი კი არის, მათ მდიდრულ სახლებში მძარცველები ასე მარტივად როგორ აღწევენ. წესით და რიგით ხომ მათ ნავსაყუდელს დაცვის სერიოზული სისტემა უნდა ჰქონდეთ. ალბათ აქვთ კიდეც, თუმცა ქურდბაცაცები მსგავს წინაღობებ მაინც ეპუებიან.
ამჯერად, მძარცველთა მსხვერპლი არა რომელიმე ფეხბურთელი, არამედ მწვრთნელი გახდა. ინგლისში კარლო ანჩელოტის სახლი გაქურდეს და ხელს მისი კუთვნილი სეიფი გააყოლეს. ალბათ მხოლოდ ამით არ დაკმაყოფილდებოდნენ რომ არა „კარლიტოს“ ქალიშვილი, რომელიც იმ დროს სახლში იმყოფებოდა, თავად ანჩელოტი კი არა.
მძარცველებმა ანჩელოტის შვილი თავადაც შენიშნეს და უმალ გაუჩინარდნენ, თუმცა სეიფის წაღება მაინც მოახერხეს. მათ სახეზე ნიღბები ეკეთათ. „გამოძიება დაწყებულია. ამჟამად ვიდეო კამერებიდან ამოღებულ მასალას ვეცნობით“ – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
„ევერტონის“ იტალიელი მწვრთნელი, მერსისაიდის მხარეს ქალაქ ქროსბიში ცხოვრობს.








