ნიდერლანდების ნაკრების 24 წლის ფეხბურთელი, დონი ვან დე ბეეკი კარიერას “ევერტონში” გაგრძელებს. ინფორმაციას ინგლისური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ლივერპულურმა გუნდმა ახალგაზრდა ნახევარმცველი 6-თვიანი იჯარით შეიძინა. “ევერტონს” ვან დე ბეეკის ხელფასის სრულად გადახდა მოუწევს.
დონი ვან დე ბეეკის კარიერა მანჩესტერულ გუნდში იდეალურად ვერ აეწყო, სწორედ ამიტომ სათამაშო პრაქტიკის მიზნით ნიდერლანდელი ფეხბურთელი “ევერტონში” გადაბარგდა.
24 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით ჩატარებულ 14 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.
Welcome to Everton Football Club, @Donny_beek6! ✍️🔵
— Everton (@Everton) January 31, 2022








