43 წლის ბრიტანელი სპეციალისტი, ფრენკ ლამპარდი “ევერტონის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაციას ინგლისური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ბრიტანელმა სპეციალისტმა ლივერპულურ გუნდთან კონტრაქტს ხელი 2024 წლის ზაფხულამდე მოაწერა.
ფრენკ ლამპარდმა “ევერტონის” ჩაბარების შემდეგ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა:
“ვფიქრობ, ევერტონი უნიკალური კლუბია იმით, რომ თქვენ ნამდვილად გესმით, რისი ნახვა სურთ გულშემატკივრებს. პირველი, რაც მათ სურთ, არის ბრძოლა და სურვილი და ეს ყოველთვის უნდა იყოს ჩვენი საფუძველი.” – განაცხადა ფრენკ ლამპარდმა.
შეგახსენებთ, რომ 43 წლის სპეციალისტს პრემიერ ლიგაში აქამდეც უმუშავია, ლამპარდი 2019-2021 წლებში ლონდონის “ჩელსის” წვრთნიდა.
Welcome to Everton Football Club, Frank Lampard! 🔵 pic.twitter.com/LuGqBCrrE7
— Everton (@Everton) January 31, 2022





