21 წლის იტალიელი ფეხბურთელი, მოიზე კინი “იუვენტუსში” დაბრუნდა. ინფორმაცია იტალიურმა გუნდმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ბიანკონერიმ ახალგაზრდა ფეხბურთელი “ევერტონიდან” 2 წლიანი საიჯარო ხელშეკრულებით დაიმატა. 21 წლის შემტევმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაირა.
მოიზე კინი “იუვენტუსის” აღზრდილია და მთავარ გუნდში აქამდე 2018/2019 წლების სეზონში გამოდიოდა. ახალგაზრდა იტალიელი გასულ სეზონში “პსჟს” ღირსებას იცავდა და პარიზულ გრანდში 41 ჩატარებულ მატჩში 17 გოლი გაიტანა.
✍️ UFFICIALE | Moise Kean è di nuovo bianconero! ⚪⚫#WelcomeBackMoise
— JuventusFC (@juventusfc) August 31, 2021





