საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე გია გრიგალავას შესახებ ისაუბრა.
ფრანგი სპეციალისტის თქმით, ესპანეთთან მატჩის შემდეგ გრიგალავამ სათამაშო დროის გამო უკმაყოფილება გამოთქვა, რის შემდეგაც ნაკრების განაცხადში აღარ მოხვედრილა.
„ესპანეთთან მატჩის შემდეგ გრიგალავას ველაპარაკე, ის უკმაყოფილო იყო, რომ არ დავაყენეთ სასტარტო შემადგენლობაში, შემდეგ თამაშში კი ჩვენთან აღარ იმყოფებოდა. ახლა შანსი სხვა მოთამაშეებს მიეცემათ. კუპატაძეს, კუხიანიძეს, დავითაშვილს, რომლებსაც სხვა თამაშებში თავის გამოვლენის საშუალება არ ჰქონდათ“, – განაცხადა სანიოლმა.







