2022 წლის საფეხბურთო სეზონი, 20 თებერვალს სუპერთასის მატჩით დაიწყება – საქართველოს ჩემპიონი, ბათუმის “დინამო” საქართველოს თასის მფლობელ თბილისის “საბურთალოს” დაუპირისპირდება. სუპერთასის ლოკაცია და მატჩის დაწყების დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ეროვნული ლიგის გათამაშება, სტარტს 26 თებერვალს აიღებს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2 კი, 1 მარტი დაიწყება.
2022 წლის ლიგა 3-ის და ლიგა 4-ის პირველი ტური 4 აპრილს შედგება და ორივე ლიგაში 16-16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. გუნდები ერთმანეთს 2 წრედ დაუპირისპირდებიან.





