საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა თბილისში გამართული შესარჩევი ეტაპის ყველა შეხვედრა, რომელიც ოლიმპიკის საცურაო აუზზე გაიმართა.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჯგუფში ბელარუსი, პოლონეთი და სლოვაკეთი ჰყავდა და სამივე მათგანთან გაიმარჯვა.
ჯგუფის ბოლო მატჩში ქართველმა წყალბურთელებმა სლოვაკეთი ანგარიშით 18-16 დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდნენ.
ევროპის ჩემპიონატს წელს ხორვატიის ქალაქი სპლიტი უმასპინძლებს.