საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპს განაგრძობს. თბილისის სპორტის სასახელში ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა შინ ყირგიზეთი მიიღო და მინიმალური სხვაობით 1:2 დამარცხდა.
ჯვაროსნებიდან ერთადერთი გოლის გატანა შეხვედრის მე-4 წუთზე ირაკლი თოდუამ მოახერხა.
16 და 19 დეკემბერს საქართველოს ნაკრები სერბეთის დაუპირისპირდა, პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მეორე შეხვედრაში კი ჩვენმა ნაკრებმა 4:3 იმარჯვა.
ავთანდილ ასათიანის გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, სადაც ჩვენი ნაკრები D ჯგუფში ბოსნიასთან, ესპანეთთან და აზერბაიჯანთან ერთად იმყოფება.
ჯვაროსნები ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში 22 დეკემბერს ყირგიზეთთან მეორე შეხვედრას ჩაატარებენ.





