ფიფამ სანაკრებო რეიტინგი განაახლა, სადაც საქართველოს ნაკრები 7 საფეხურით წინ დაწინაურდა.
“ჯვაროსნები” ოქტომბერში მსოფლიო რეიტინგში 93-ე ადგილზე იყვნენ, ახლა კი ჯამში 1269 ქულით 86-ე ადგილზე გადაინაცვლეს.
საქართველოს ნაკრების საუკეთესო მაჩვენებელი ფიფას რეიტინგში 42-ე პოზიცია იყო, ყველაზე ცუდი მაჩვენებელი კი 156-ე.
საქართველოს ნაკრებმა 2021 წელი ზედიზედ 3 მოპოვებული გამარჯვებით დადებით ნოტაზე დაასრულა. ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩებში გასვლაზე კოსოვო 2:1 დაამარცხა, ბათუმში კი შვედეთს 2:0 მოუგო, შემდეგ კი ამხანაგურ შეხვედრაში უზბეკეთის ნაკრები 1:0 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდი შემდეგ თამაშებს 2022 წლის მარტში გამართავს.





