საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში თბილისის სპორტის სასახლეში უკრაინის ნაკრები 88:83 დაამარცხა.
შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და ორივე გუნდი უპირატესობას თანაბრად ფლობდა.
პირველ პერიოდში თად მაკფადენი შეუჩერებელი იყო. მან სამქულიანებით ჩვენ ნაკრებს პირველ მეოთხედში დიდი უპირატესობა მოუპოვა – 28:24.
მეორე მეოთხედი უკრაინელთა უპირატესობით წარიმართა. ეს ნაწილობრივ თორნიკე შენგელიას ტრავმამა განაპირობა, რომელმაც მოედანზე დაბრუნება შესვენების შემდეგ მოახერხა.
ბოლო პერიოდში უკრაინელები საკმაოდ დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ჩვენმა კალათბურთელებმა უპირატესობის აღმოფხვრა მოახერხეს დ წინაც გავიდნენ.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო თად მაკფადენი იყო, რომელმაც თავი 27 ქულით და 9 პასით გამოიჩინა. გიორგი შერმადინმა კი 23 ქულა და 4 პასი მიითვალა. რაც შეეხება თორნიკე შენგელიას, მან 16 ქულით და 13 მოხსნით გამოიჩინა თავი. ქართველ კალათბურთელთაგან 10-ქულიან ზღვარს ბექა ბურჯანაძეც გადასცდა, მან 11 ქულა დააგროვა.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ფანტასტიკურად დაიწყო.
ჩვენი ეროვნული გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 ნოემბერს, სტუმრად ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქე უკრაინისა და ესპანეთის გარდა, ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებიცაა.







