რაგბი ევროპის 2021 წლის გათამაშება, საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიაში ადგილობრივ „ლობუშთან“ გამარჯვებით დაიწყო დაიწყო.
სამწუხაროდ ჩვენს გაახალგაზრდავებულ ნაკრებს პორტუგალიასთან ერთად, იტალიელ მსაჯთან პაექრობაც მოუხდა. მეტოქემ საწყის 13 წუთში ორი საჯარიმო დარტყმა გამოიყენეს და წინ გავიდნენ 6:0.
მე-19 წუთზე ჩვენმა გუნდმა მატჩის პირველი ლელო დადო, 28-ე წუთზე კი ჩვენებმა მასპინძლებს მეორე ლელოც დაუდეს. საქართველოსთვის ლელოს დადება პორტუგალიამაც შეძლო და მათ შეხვედრის პირველი ნახევარი 13–10 მოიგეს.
მეორე ტაიმის საწყის წუთებში მასპინძლებმა მორიგი საჯარიმო გამოიყენეს და “ბორჯღალოსნებისთვის” წარმატების მისაღწევად მხოლოდ ლელო საკმარისი აღარ იყო, რადგან ანგარიში 16–10 გახლდათ. 49-ე წუთზე ჩვენმა ნაკრებმა მესამე ლელოს დადება შეძლო და გარდასახვაც ზუსტი იყო. შედეგად მოქმედი ჩემპიონები წინ გავიდნენ 16–17!
მამუკაშვილმა უმნიშვნელოვანესი ლელო გაიტანა, თუმცა გარდასახვა ვერ გამოვიყენეთ და ტაბლოზე 16–22 დაფიქსირდა. მე–80 წუთზე კი თორნიკე ჯალაღონიას ლელომ ჩვენს ნაკრებს გამარჯვება გაუნაღდა. “ბორჯღალოსნებმა” 16–27 იმარჯვეს!
აქვე მოგახსენებთ, რომ დღეს რუსეთმა რუმინეთი 18–13 დაამარცხა, თუმცა საქართველომ ამ გამარჯვებით პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ჩვენს გუნდს მომდევნო შეხვედრა 14 მარტს, კვლავ სტუმრად ესპანეთთან ელის.
პორტუგალია 16:29 საქართველო
3:0 – მარკეში, 6:0 – მარკეში, 6:5 – მოდებაძე, 6:10 – ბრეგვაძე, 11:10 – მარტა, 13:10 – მარკეში, 16:10 – მარკეში, 16:15 – მელიქიძე, 16:17 – მათიაშვილი, 16:22 – მამუკაშვილი, 16:27 – ჯალაღონია, 16:29 მათიაშვილი
საქართველო: 15. სოსო მათიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გელა აფრასიძე; 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ლაშა ჯაიანი, 5. ნოდარ ჭეიშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.
სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ბექა გიგაშვილი, 18. გია ხარაიშვილი, 19. დავით გიგაური, 20. ირაკლი ცხადაძე; 21. მიხეილ ალანია, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. დემე თაფლაძე.








