მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ბათუმში საბერძნეთს უმასპინძლა და საბერძნეთთან 0:2 დამარცხდა.
ორიათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო. საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაყურებელი ტრიბუნებზე არ დაუშვეს.
მატჩი ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ, გრიგოლ ჩაბრაძემ და კიტეიშვილმა გამოტოვეს
პირველი ტაიმის ერთ-ერთ ეპიზოდში ბაკასეტასის დარტყმული ლორიამ დამაჯერებლად ვერ მოიგერია და გოლი გავიდა, რომელიც VAR-ზე შემოწმების შემდეგ გაუქმდა და კუთხური დაინიშნა. საქართველოს ნაკრებმა კარში 25-ე წუთზე დაარტყა, კაკაბაძის სახიფათო დარტყმული მეკარემ მოიგერია. პირველი ტაიმი საბერძნეთის ნაკრების უპირატესობით წარიმართა.
88-ე წუთზე VAR-ის წყალობით, საქართველოს ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა.ბაკასეტასმა შანსიც გამოიყენა.მე-5 კომპენსირებულ წუთზე ოთარ კაკაბაძის უხეში შეცდომა შეცვლაზე შესულმა პელკასმა ისარგებლა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 0:2.
6 ტურის შემდეგ ვილი სანიოლის გუნდს 1 ქულა აქვს, ბოლო ადგილზეა და მორიგ მატჩს 12 ოქტომბერს, სტუმრად, კოსოვოსთან გამართავს.








