დღეს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ფიჯის ესპანეთში ქალაქ არანხუესში დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 15:15 დასრულდა.
პირველი ტაიმი ბორჯღალოსნების უპირატესობით წარიმართა. ანგარიში თედო აბჟანდაძის ზუსტად შესრულებული ჯარიმით გაიხსნა.
22-ე წუთზე აბჟანდაძემ ჯარიმა ისევ ზუსტად დაარტყა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა ექვსამდე გაიზარდა
27-ე წუთზე ფიჯელმა ტუიმაბამ ლელო დადო და საკუთარ გუნდს 5 ქულა მოუტანა. ჩვენმა მეტოქემ გარდასახვაც ზუსტად შეასრულა.
პირველი ტაიმის ბოლოს თედო აბჟანდაძემ ჯარიმა ზუსტად გამოიყენა და საქართველოს ნაკრებს სამი ქულა მოუტანა. პირველ ნახევარში აღარაფერი შეცვლილა და ბორჯღალოსნებმა ტაიმი 9:5 მოიგეს.
მეორე ტაიმი ფიჯელებმა აქტიურად დაიწყეს. 52-ე წუთზე ვოლოვოლამ კარში ზუსტად დაარტყა და ანგარიში 9:8 გახდა.
მალევე თედო აბჟანდაძემ მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში და ანგარიში 12:8 გახადა.
შემდეგ ფიჯი გააქტიურდა, ლელო დაგვიდეს და გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს. ამრიგად მეორე ტაიმში აღარაფერი შეცვლილა და მატჩი 15:15 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ შემოდგომის სერიების პირველი შეხვედრაში საქართველოს ნაკრები საფრანგეთის წინააღმდეგ დამარცხდა.





