საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთში გაემგზავრა. ვილი სანიოლის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ქალაქ ბადახოსში ადგილობრივ ფურია როხას ესტუმრება.
ვილი სანიოლის გუნდი ესპანეთში 3 სექტემბერს ჩარტერული ავიარეისით გაემგზავრა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთში 25 ფეხბურთელით გაემგზავრა, ტრავმის გამო მოახლოებულ მატჩში ჩვენს გუნდს ოთარ კიტეიშვილი გამოაკლდა.
შეგახსნებთ, რომ შეხვედრა 5 სექტემბერს თბილისის დროით 22:45-ზე გაიმართება, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.





