საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადების ფარგლებში დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა. ვილი სანიოლის გუნდი რუმინეთთან და ნიდერლანდებთან მატჩებისთვის 24 ფეხბურთელთან ერთად ემზადება. გურამ გიორბელიძემ ავსტრიის ბუნდესლიგის კონფერენციის ლიგის პლეი-ოფის განმეორებითი შეხვედრა დღეს გამართა და საქართველოში ხვალ ჩამოვა. დღევანდელ ვარჯიშს საქართველოს ნაკრების კაპიტანი კაბა კანკავაც ესწრებოდა, რომელიც მცირე ტრავმის გამო ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. საქართველოს ნაკრები თბილისში ბოლო ვარჯიშს, 31 მაისს, ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე გამართავს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი (თბილისის ლოკომოტივი, საქართველო)
მცველები: გურამ კაშია (თბილისის ლოკომოტივი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), სოლომონ კვერკველია (როტორი, რუსეთი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი, საქართველო).
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი).
თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, საქართველო) გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, უნგრეთი).

ამხანაგური მატჩების განრიგი:
2 ივნისი | 22:45 – პლოიეშტი
რუმინეთი – საქართველო6 ივნისი | 20:00 – ენსხედე
ნიდერლანდები – საქართველო





