საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში ფინეთთან ფრედ 29:29 ითამაშა.
მატჩის ბოლოს საქართველოს ნაკრებს შეხვედრის მოგებაც შეეძლო, თუმცა ფინელებმა გოლი აღარ გაუშვეს.
ირაკლი კბილაშვილმა ამ მატჩში 8 გოლი გაიტანა და ამ შედეგით ის ორივე გუნდს შორის ყველაზე გამორჩეული იყო. თეიმურაზ ორჯონიკიძემ 7-ჯერ შეძლო მეტოქის კარში გატანა. რევაზ ჭანტურიამ და ერეკლე არსენაშვილმა კი 5-ჯერ შეძლეს მეტოქის კარის აღება.
საქართველოს ნაკრები ბოლო ტურში ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება და მატჩის მოგების ან ფრის შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება.








