რუსეთის ქალაქ უფაში მიმდინარე ძიუდოისტთა გუნდური სახეობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში გავიდა.
ჩვენმა ძიუდოისტებმა 1/4 ფინალში ფრანგი მეტოქეები დაამარცხეს. სოფიო სომხიშვილმა და მარიამ ჭანტურიამ სამწუხაროდ თავიანთი შეხვედრები დათმეს. ბექა ღვინიაშვილმა, ფრიდონ გიგანმა, ეთერ ლიპარტელიანმა და საბა ინანეიშვილმა კი თავიანთ მეტოქეებს სძლიეს.
საქართველოს ნაკრებმა 1/8 ფინალში ავსტრიის ნაკრები 4:0 დაამარცხა.
ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე თურქეთის ნაკრები იქნება. შეხვედრები რამოდენიმე წუთში დაიწყება.





