რაგბის ევროპის ჩემპიონატის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა რუსეთის გუნდს უმასპინძლა და მეტოქე საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა:
პირველი ტაიმი ძალიან უღიმღამო გამოდგა და ქულების გარეშე 0:0 დასრულდა, მეორე ნახევარი კი ქართველებმა აქტიურად დაიწყეს და ვასილ ლობჟანიძემ ძალიან კარგი ინდივიდუალური ლელო დადოს. თედო აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა – 7:0.
მალე რუსები დაჯარიმდნენ, ხოლო აბჟანდაძე ჯარიმიდან ზუსტი იყო – 10:0.
ამის შემდეგ დათვების გუნდმა შემოგვიტია და მრავალფაზიანი სვლა ფედოტკოს ლელოთი დაასრულეს, გარდასხვა ძელებს შორის გაისინმა მოათავსა: 10:7.
ამის შემდეგ მხოლოდ ქართველებმა მოიპოვეს ქულები. თედო აბჟანდაძემ ორი ჯარიმა გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 16:7.
აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ნაკრებმა მიმდინარე გათამაშებაში 5-დან 5 შეხვედრა მოიგეს და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი არავის დაუთმეს.
საქართველო 16:7 რუსეთი
ლელო: ლობჟანიძე (47), ფედეტკო (61)
საქართველო: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 12. თამაზ მჭედლიძე, 11. მირიან მოდებაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. ზურაბ ჟვანია, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლაშა ჯაიანი, 5. გიორგი ჯავახია, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.
სათადარიგოები: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. გიორგი ნუცუბიძე, 18. გიორგი მელიქიძე, 19. დავით გიგაური, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემე თაფლაძე.
რუსეთი: 15. გერმან დავიდოვი, 14. ანდრეი კარზანოვი, 13. ლუკ ბროკა, 12. კირილ გოლოსნიცკი, 11. ვასილი არტემიევი, 10. რამილ გაისინი, 9. კონსტანტინ უზუნოვი; 1. ევგენი მიშეჩკინი, 2. შამილ მაგომედოვი, 3. კირილ გოტოვცევი, 4. გერმან სილენკო, 5. ბოგდან ფედოტკო, 6. ნიკიტა ვავილინი, 7. ტაგირ გაჯიევი, 8. ვიკტორ გრესევი (კაპ.).
სათადარიგოები: 16. სტანისლავ სელსკი, 17. ალეკსეი სკობიოლა, 18. ვლადიმირ პოდრეზოვი, 19. ევგენი ელგინი, 20. ვლადისლავ პერესტიაკი, 21. ალეკსანდრ ბელოსლუდცევი, 22. ალეკსანდრ ბუდიჩენკო, 23. ხეტაგ ძობელოვი.





