თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ყირგიზეთს უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.
ჯვაროსნებთაგან გოლები არჩილ სებისკვერაძემ და ნიკოლოზ კურტანიძემ გაიტანეს.
გუშინ ამ გუნდებს შორის გამართული შეხვედრა ყირგიზების გამარჯვებით 1:2 დასრულდა.
16 და 19 დეკემბერს საქართველოს ნაკრები სერბეთის დაუპირისპირდა, პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მეორე შეხვედრაში კი ჩვენმა ნაკრებმა 4:3 იმარჯვა.
ავთანდილ ასათიანის გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, სადაც ჩვენი ნაკრები D ჯგუფში ბოსნიასთან, ესპანეთთან და აზერბაიჯანთან ერთად იმყოფება.





