27 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „დინამო არენაზე“ რუსეთის მორაგბეთა ნაკრებს უმასპინძლებს. თითქმის 1 თვეა ბილეთები ონლაინ-რეჟიმში იყიდება, დღეიდან კი გულშემატკივრებს მისი ყიდვა „დინამო არენას“ სალაროებშიც შეეძლებათ.
ბილეთის ფასი 5, 10, 15, 20 და 25 ლარია. ონლაინ-რეჟიმში ყიდვის მსურველებს, ბილეთის შეძენა ამ ბმულის მეშვეობით შეგიძლიათ – TKT.GE
შეგახსენებთ, რომ თამაშზე დამსწრეთათვის ეპიდვითარებიდან გამომდინარე გარკვეული რეგულაციები მოქმედებს და გულშემატკივრების მხოლოდ 33% დაიშვება:
- აუცილებელი კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით, სტადიონზე შესვლა მაქსიმალურად მოკლე დროში რომ მოხდეს, შესასვლელში უნდა წარმოადგენოთ:
- თამაშის (ელექტრონული) ბილეთი
- სტადიონის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება;
- სოციალური დისტანციის დასაცავად, აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი.
საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებების დაპირისპირება „დინამო არენაზე“ 18:00 საათზე დაიწყება.





