სანქტ-პეტერბურგის ღია პირველობის ფინალურ რაუნდში ანდრეი რუბლევი ბორნა ჩორიჩს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2 სეტში გაიმარჯვა.
მატჩის პირველი ნახევარი განსაკუთრებულად დაძაბული გამოდგა. რუსმა ჩოგბურთელმა მეტოქეს ტაიბრეიქში 5:7 აჯობა და ყველაფერთან ერთად, ფსიქოლოგიური უპირატესობაც მოიპოვა. მეორე სეტში განხორციელებული ერთი ბრეიქით კი მშობლიური ქვეყნის პრესტიჟული გათამაშება მოიგო.
საინტერესოა, რომ ჩორიჩი სანქტ-პეტერბუგის ღია პირველობის ფინალში გასულ წელსაც იყო. მაშინ, ამ უკანასკნელმა მედვედევთან წააგო.








