ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა საზაფხულო ლიგის პირველსავე შეხვედრაში დაამტკიცა, რომ ყურადღების ცენტრში ყოფნას და მილუოკიში თამაშს იმსახურებს. 22 წლის მძიმე ფორვარდმა კლიპერსთან შეხვედრაში, რომელიც ბაქსმა 81:78 მოიგო, 28 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლის შესრულება შეძლო: 11 ქულა და 12 მოხსნა.
სანდროს 6 მოხსნა დაცვაში ჰქონდა, 6 კი შეტევაში, 6-დან 3 ორქულიანი გამოიყენა, და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. სანდროს აქტივშია ასევე 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება. მამუკელაშვილს 3 დაკარგვა ჰქონდა. “მილუოკი’ საზაფხულო ლიგაში მომდევნო მატჩს 12 აგვისტოს, “ბრუკლინთან” გამართავს.
შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილს “ბაქსმა” უკვე გაუფორმა 2-წლიანი კონტრაქტი, რომლის თანახმადაც ის სეზონში 45 დღე მილუოკის რიგებში იქნება, დანარჩენი დრო კი G ლიგაში.





