სანდრო მამუკელაშვილი აშშ-ს სტუდენტური ლიგის (NCAA) BIG EAST-ის კონფერენციის კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. სასიამოვნოა, რომ ახლადდაწყებულ სეზონში 21 წლის ქართველმა ეს უკვე მეორედ მოახერხა.
„სანდრომ სენტ ჯონსთან მოგებულ მატჩში მის კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა, მის ანგარიშზე 32 ქულა და 9 მოხსნა იყო. კვირის ორ მატჩში ის საშუალოდ 19 ქულასა და 7 მოხსნას აკეთებდა, მისმა სეტონ ჰოლმა კი ორივე თამაში მოიგო“, – წერს კონფერენციის ოფიციალური საიტი.
ქართველის გარდა სიმბოლურ ხუთეულში კოლინ გილესპი (ვილანოვა), დენზელ მაჰოუნი (კრეიტონი), ჯამორკო პიკეტი (ჯორჯთაუნი), ზაკ ფრიმენტლი (ქსავიერი) მოხვდნენ.
3️⃣2️⃣ for 2️⃣3️⃣#HALLin 🔵⚪️ pic.twitter.com/kNlmP24eVN
— Seton Hall Men’s Basketball (@SetonHallMBB) December 12, 2020
სანდრო მამუკელაშვილი მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 7 თამაშში საშუალოდ 20.4 ქულას აგროვებს და საერთო ჩათვლაში მე-3 ადგილზეა.





