საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი NBA-ს დრაფტისთვის ემზადება. დრაფტის წინ 21-27 ივნისს ჩიკაგოში დრაფტისწინა გენერალური რეპეტიცია გაიმართება, რომლისთვისაც 69 ახალგაზრდა კალათბურთელი შეირჩიეს და მათ თავის გამოჩენის საშუალება კიდევ ერთხელ მიეცემათ. ამ ტალანტებს შორის ერთ-ერთი “სეტონ ჰოლის” ლიდერი სანდრო მამუკელაშვილია.
Nba draft Combine 2021-ის დროს მოთამაშეებს შესაძლებლობა მიეცემათ უშუალოდ კლუბებთან ინტერვიუები გამართონ, ითამაშონ ტურნირზე და სკაუტების წინაშე საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინონ. ტურნირს „ESPN2“ გააშუქებს და საყოველთაო ყურადღების ცენტრში იქნება. აღსანიშნავია, რომ ამ 69 კალათბურთელს NBA G ლიგის ელიტური კემპის საუკეთესოებიც შეუერთდებიან.
იმ შემთხვევაში, თუ მამუკელაშვილისთვის 29 ივლისის დრაფტი წარმატებული აღმოჩნდება, „სეტონ ჰოლის“ ისტორიაში ის იქნება 29-ე კალათბურთელი, რომელსაც დრაფტზე აირჩევენ. გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ, სანდრო ვარჯიშზე „შარლოტ ჰორნეტსმა“ მიიწვია.





