სეტონ ჰოლმა სანდრო მამუკელაშვილის ლიდერობით ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი მატჩი მოიგო. Big East-ის კონტერენციის მეორე ტურის შეხვედრაში პირატები სტუმრად მარკეტი 70:63 დაამარცხეს.
სანდროს გუნდი 2-დან 2 მოგებით NCAA-ის ერთ-ერთ უმძლავრეს კონფერენციას ვილანოვასთან ერთად ლიდერობს.
მამუკელაშივილი ამ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და თავის გუნდს 17 ქულა შესძინა. სანდრომ მოედანზე 39 წუთი გაატარა, მან 12-დან 5 ოქრულიანი, 4-დან 1 სამიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
სასიამოვნოა, რომ ქართველმა ფორვარდმა პირადი რეკორდი დაამყარა – 7 შედეგიანი გადაცემა. ჯამში მისი მონაგარი ასე გამოიყურებოდა: 17 ქულა, 6 მოხსნა, 7 პასი და 3 ჩაჭრა.
სეტონ ჰოლი Big East-ის კონფერენციის მორიგ მატჩს 21 დეკემბერს, შინ პროვიდენსთან გამართვს.







