ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ქართული დელეგაცია ჯერჯერობით კვლავ უმედლოდ ასპარეზობს.
ფარიკაობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე სანდრო ბაზაძე მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კორეელ ჯუნგვან კიმს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, 15:11 დამარცხდა ბრინჯაოს მედალს დაესაკუთრა. შედეგად, ქართველმა სპორტსმენმა ასპარეზობა მეოთხე ადგილზე დაასრულა.
ამ ეტაპამდე სანდრო ნახევარფინალში მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილებით უნგრელ არონ შილაისთან დამარცხდა, მანამდე კი მეოთხედფინალში მსოფლიო რეიტინგის ლიდერთან, კორეელ მოფარიკავე სანგუკ ოჰისთან გაიმარჯვა, უფრო ადრე კი ეგვიპტელი სპორტსმენები – ზიად ელსისი და მოჰაბ სამერი დაამარცხა.






